მედიკალ პარკი მდებარეობს ტრაპიზონის აკჩააბათის რაიონში. კლინიკა პაციენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას მედიცინის თითქმის ყველა დარგში მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიით და გამოცდილი სამედიცინო პერსონალით.
მედიკალ პარკის სამედიცინო ცენტრი განთავსებულია 12 000 კვ.მ ფართობზ და აღჭურვილია ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით. სამედიცინო ცენტრში წარმოდგენილია და უზრუნველყობს მომსახურებას უმაღლესი ტექნოლოგიით 6 საოპერაციო ოთახი, 2 სამშობიარო ბლოკი, 5 ინტენსიური ქირურგიული განყოფილება, 10 ინტენსიური თერაპიის განყოფილება, 4 კორონარული ინტენსიური თერაპიის განყოფილება, 12 ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილება და 107 პაციენტზე გათვლილი საწოლით.
მედიკალ პარკის ჰოსპიტალს აქვს მთელ თურქეთში მოწინავე ონკოლოგიური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის განყოფილებები, სამედიცინო ცენტრში წარმოდგენილია მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებისა და აკადემიკოსების პერსონალი ისეთ სფეროებში, როგორიცაა სარძევე ჯირკვლის, ფარისებრი ჯირკვლის, ღვიძლის, პანკრეასის და სანაღვლე გზების ქირურგია, ორთოპედიული სიმსივნის და გინეკოლოგიური სიმსივნური ქირურგია, რომლებიც წარმოადგენს სიმსივნის ქირურგიის სპეციალურ დარგებს. გარდა ამისა, სამედიცინო ცენტრში წარმოდგენილია ულტრათანამედროვე კომპიუტერული ტომოგრაფია, მაღალი დონის მაგნიტურ-რეზონანსული (MRI), CT, ანგიოგრაფია და ოთხგანზომილებიანი ულტრაბგერა.
მედიკალ პარკი თავისი გამოცდილი ექიმების პერსონალით და უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიების აღჭურვილობით უზრუნველყოფს მოწინავე დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებს, რათა უზრუნველყოს პაციენტებში სხვადასხვა დაავადებებეის ადრეული დიაგნოზი, შემდეგ, ეფექტური მკურნალობა და რეაბილიტაცია.
მედიკალ პარკს ბოლო წლების განმავლობაში მრავალი უცხოელი პაციენტი მიმართავს, როგორც დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის და პრევენციის მიზნით, ასევე დაავადების არსებობის შემთხვევაში მკურნალობის მიღების და თერაპიის მიზნით. წამყვანი ექიმების ჯგუფი საფუძვლიანად სწავლობს დაავადებას, მკურნალობის და ოპერაციის შემდგომ პერიოდს, მოკლედ რომ ვთქვათ, მთელ პროცესს მკურნალობის ყველა ეტაპზე მართავს ეფექტურად.